მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

9 წლის ბელგიელმა ვუნდერკინდმა უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა

9 წლის ბელგიელმა ვუნდერკინდმა, რომელიც ნიდერლანდებში, ეინდჰოვენის უნივერსიტეტში სწავლობდა, სასწავლებლიდან წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლორან სიმონსის მშობლებს უნდოდათ, რომ ბიჭს სწავლა 26 დეკემბერს დაესრულებინა. ასე ის პირველი ადამიანი გახდებოდა, ვინც უმაღლესი განათლება 10 წლამდე მიიღო, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მშობლებს აუხსნა, რომ ბიჭს კიდევ ბევრი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი და სწავლის დასრულება 2020 წლის გაზაფხულზე შესთავაზა. მშობლები ამას არ დათანხმდნენ და ბიჭის ლექციები გააუქმეს.

უნივერსიტეტში შიშობენ, რომ მშობლები ბიჭს დიდი წნეხის ქვეშ აქცევენ, რასაც ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ბიჭის მამის თქმით, უნივერსიტეტში დაძაბული გრაფიკის მიუხედავად ლორანი დასვენებასაც ასწრებს.

„ორშაბათს კურსის შესავალს გადის, სამშაბათს ლაბორატორიაში ატარებს. ოთხშაბათს სახლში რჩება და 8 საათის განმავლობაში კითხულობს. ხუთშაბათობით ლექტორებს ხვდება და მათთან სხვადასხვა საკითხებს განიხილავს. სხვა სტუდენტებს ამ პროცესისთვის 9-12 კვირა სჭირდებათ“, – ამბობს ბავშვის მამა.

ლორან სიმონსმა 6-წლიანი სასკოლო პროგრამა 1,5 წელიწადში დაასრულა და ატესტატი 8 წლის ასაკში მიიღო. იმავე წელს პატარა ვუნდერკინდმა ეინდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. მას ელექტროტექნიკის სფეროში ხარისხის მიღება სურდა. კითხვაზე, თუ როგორ ითვისებს ასეთ სერიოზულ თემებს ასე სწრაფად, ლორანი გულწრფელად პასუხობს, რომ წარმოდგენა არ აქვს.

ლორანს ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს, მისი ინტელექტის კოეფიციენტი, IQ 145-ია. ასეთი მაჩვენებელი გენიოსებს და ნობელის პრემიის ლაურეატებს აქვთ.

ბიჭის თქმით, მისი მთავარი მიზანი ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებაა და ის ხელოვნური ორგანოების შექმნით არის დაინტერესებული.

imedinews.ge

 

View this post on Instagram

 

Morning Exercise…Math And Sports In One…😅#laurentsimons #mathforbreakfast #engineering #sports #fun

A post shared by Laurent Simons (@laurent_simons) on

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close