მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

ჩეხეთში, საავადმყოფოს მოსაცდელში მამაკაცმა ექვსი ადამიანი მოკლა და მოგვიანებით თავი მოიკლა

ჩეხეთის ხელისუფლების ცნობით, ექვსი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ოსტრავაში საავადმყოფოში სროლისას. შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლისას სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა.

ჩეხეთის პოლიციის თანახმად, შემთხვევა პრაღიდან აღმოსავლეთით, 350 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ოსტრავის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა.

„ეს ტრაგედიაა, არ მესმის, რა მოხდა“, – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა სატელევიზიო გამოსვლაში.

ბაბიშის თქმით, კლინიკის მოსაცდელში დაახლოებით დილის 7 საათზე ეჭვმიტანილმა ადამიანებს ახლო მანძილიდან თავში ესროლა და შემდეგ შემთხვევის ადგილი დატოვა.

პოლიცია იტყობინება, რომ მან ვერტმფრენების გამოყენებით აღმოაჩინა ეჭვმიტანილის მანქანა. საქმე ეხება 42 წლის მამაკაცს, რომელმაც, პოლიციის ცნობით, თავი მოიკლა, როცა მას მიუახლოვდნენ. იგი საკუთარ მანქანაში იპოვეს გარდაცვლილი, თავში ცეცხლსასროლი ჭრილობით.

ეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმაა 2015 წლის შემდეგ, როცა მამაკაცმა ქალაქ უჰერსკი ბროდის რესტორანში რვა ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close