მიგრაციამსოფლიოქართველები უცხოეთში

საფრანგეთის ციხეში ზუგდიდელი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, ფოქსის ციხეში მყოფი ზუგდიდის მკვიდრი, 31 წლის ნიკა ქირია 9 დეკემბერს ციხის თანამშრომლებმა საკანში გარდაცვლილი ნახეს. მათი ინფორმაციით, პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.

გარდაცვლილის დედამ ფატიმა ლაგვილავამ მედიასთან განაცხადა, რომ ოჯახს წუხელ, ღამის სამ საათზე დაუკავშირდნენ ნიკას ახლობლები და მომხდარის შესახებ აცნობეს.

„საფრანგეთში სამუშაოდ წავიდა, რომ ოჯახი ერჩინა. ხუთი თვეა, რაც ციხეშია, მალე გამოდიოდა ციხიდან. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თავი ჩამოუხრჩვია. სხვა დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია. ვითხოვთ დახმარებას, რათა ცხედრის ჩამოსვენებაში ხელისუფლება დაგვეხმაროს და მიცვალებულის დატირების საშუალება გვქონდეს“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება ოჯახს ეკონტაქტება და გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ნიკა ქირიას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close