ესპანელმა ექიმებმა ქალი გულის გაჩერებიდან 6 საათის შემდეგ გააცოცხლეს

ესპანელმა ექიმებმა გადაარჩინეს ქალი, რომელსაც გული 6 საათის განმავლობაში გაჩერებული ჰქონდა. ამის შესახებ DEUTSCHE WELLE წერს.

გამოცემის ინფომრაციით, 34 წლის ოდრი მარში პირინეის მთებში ქმართან ერთად სეირნობდა. გარკვეული დროის შემდეგ მას ლაპარაკი გაუჭირდა და ძლიერი ჰიპოთერმიისგან გონება დაკარგა. მაშველებმა შემთხვევის ადგილს მხოლოს 2 საათის შემდეგ მიაღწიეს და ადგილზე ქალის გულის ამუშავება ვერ მოახერხეს. პაციენტი ვერტმფრენით ბარსელონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, ამ დროს მარშის სხეულის ტემპერატურა მხოლოდ 20 გრადუსი იყო. სპეციალისტებმა ქალი სპეციალურ აპარატზე შეაერთეს, რომელიც სხეულს კარდიოლოგიური და რესპირატორული ფუნქციების შესრულებაში ეხმარება, სანამ ბიოლოგიური ორგანოები ისვენებენ. საღამოს მარშის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გაიზარდა და ექიმებმა მისი გულის ამუშავება დეფიბრილატორის დახმარებით მოახერხეს.

ექიმები მისი გადარჩენის მიზეზად სწორედ ჰიპოთერმიას ასახელებენ.

ჰიპოთერმიამ მოკლა და, ამავდროულად, გადაარჩინა. სიცივეში მეტაბოლიზმი ნელდება, ორგანოებს ნაკლები სისხლის და ჟანგბადი სჭირდება, ეს კი ტვინის გადარჩენას უწყობს ხელს“, – განმარტა პრესკონფერენციაზე მარშის ექიმმა ედუარდო არგუდომ. თავად პაციენტმა კი საკუთარ გადარჩენას სასწაული უწოდა.

ოდრი მარში საავადმყოფოდან 6 დღეში გაწერეს. ექიმების თქმით, რამდენიმე დღეში ის სამსახურში დაბრუნებას შეძლებს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები