fbpx
საზოგადოებასაქართველოსპორტი

ქართველი გოგონები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ბატუტზე ხტომაში

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბატუტზე სინქრონულ ხტომებში ქართველმა გოგონებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

კვალიფიკაციაში ქართულმა წყვილმა 44.710 ქულა მოაგროვა და მეორე შედეგი აჩვენა იაპონელების შემდეგ, თუმცა ფინალში მათ შესანიშნავად იასპარეზეს და 44.340 ქულით პირველობა არავის დაუთმეს – 11-12 წლამდელთა კატეგორიაში მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

ვერცხლის მედლები რუს გოგონებს (44.280) ერგოთ, იაპონელები (43.870) კი მესამე ადგილს და, შესაბამისად, ბრინჯაოს დასჯერდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიაში, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერიაც მსაჯობდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close