fbpx
საზოგადოებასაქართველო

საინფორმაციო ომი საპატრიარქოს წინააღმდეგ – მეუფე პეტრე და იღუმენია თამარი სააგენტოს გახსნისთვის ემზადებიან

პეტრე ცაავა საკუთარ ონლაინ გამოცემას აფუძნებს. ინფორმაციას ონლაინ გამოცემა „ფორმულა ნიუსი“ ექსკლუზიურად ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი და საპატრიარქოს ტელევიზიის ყოფილი დირექტორი საინფორმაციო ვებგვერდს ქმნიან, რომლითაც საპატრიარქოს მხილებას აპირებენ. ინფორმაცია თავად პეტრე ცაავამ დაადასტურა.

მასალები წინასწარაც დამონტაჟდება, რაშიც პეტრე ცაავას ეპარქიიდან მასთან ერთად წამოსული იღუმენია თამარ გამყრელიძე დაეხმარება. იღუმენია მონტაჟის კურსებს გადის.

საპატრიარქოში ამ საინფორმაციო ომზე საპასუხოდ მზადყოფნას აცხადებენ – წერს „ფორმულა ნიუსი“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close