პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი ქუთაისის მერიასთან(ვიდეო)

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის აქციაზე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციის აქცია გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებს ერთ-ერთი მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. იგი ამბობდა, რომ აქცია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არის ორგანიზებული, რომლებსაც უფლება არ აქვთ, პროტესტი გამოთქვან.

„გიგი უგულავა, რომელმაც თბილისის ბიუჯეტი შეჭამა, დღეს მე აქ მიკითხავს მორალს“, – განაცხადა ხელისუფლების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

სიტყვიერ შელაპარაკებას აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ერთ-ერთ მოქალაქეს შუბლის არეში აქვს დაზიანება მიყენებული. აქციის ორგანიზატორები მომხდარს ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებენ.

„ეს არის ბიძინას იაფფასიანი პროვოკაცია და არ უნდა ავყვეთ. პოლიციას მოვუწოდებთ, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი არ შეწყვეტენ საპროტესტო აქციებს, ვიდრე ხელისუფლება გაცემულ დაპირებას არ შეასრულებს და 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დაამტკიცებს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close