საზოგადოებახელოვნებასაქართველო
ანსამბლმა „სუხიშვილებმა“ გერმანიაში ფურორი მოახდინა (ვიდეო)
საქართველოს ნაციონალურმა ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტმა გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში დიდი წარმატებით ჩაიარა – ვიდეო ანსამბლის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა FACEBOOK-ზე გამოაქვეყნა.
გრანდიოზული ევროპული ტურნეს ფარგლებში მაინის ფრანკფურტში გამართული კონცერტი ანსამბლისთვის 28-ე იყო. შემდეგი კონცერტი ბერლინში გაიმართება.
„ამ გასტროლზე დავიპყარით ბელორუსია, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ჩეხეთი, დაეცა პოლონეთის, ავსტრიის და გერმანიის ქალაქები, წინ ბერლინია, იმასაც ავიღებთ და გამარჯვებულები დავბრუნდებით“, – წერს ნინო სუხიშვილი.
მისივე თქმით, ევროპაში საგასტროლო ტურის დასრულების შემდეგ ანსამბლი ცოტა დაისვენებს და შემდეგ, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება, სადაც 3 და 4 იანვარს Dubai Opera-ს სცენაზე გამართავს კონცერტებს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები