დედას არ აქვს გარდაცვლილი შვილის სპერმის გამოყენების უფლება იმისათვის, რომ შვილიშვილი იყოლიოს – სასამართლოს გადაწყვეტილება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებით, ქალს არ აქვს უფლება გამოიყენოს გარდაცვლილი შვილის სპერმა იმისთვის, რომ მისი უკანასკნელი სურვილი შეასრულოს და შვილიშვილი იყოლიოს. ამის შესახებ ინფორმაციას DEUTSCHE WELLE ავრცელებს.
პეტითორი ლანცმანი (Petithory Lanzmann) ფრანგი კინორეჟისორის კლოდ ლანცმანის (დაიბადა და გარდაიცვალა პარიზში – რედ.) ქვრივია. კლოდ ლანცმანი ცნობილია ჰოლოკოსტის შესახებ გადაიღებული ფილმით („Shoah“). პეტითორი ლანცმანი თავისი ვაჟის გაყინული სპერმის ისრაელში სპეციალურ კლინიკაში ჩატანას გეგმავდა და იმედი ჰქონდა, რომ იქ შეასრულებდა თავისი შვილის სურვილს, შვილი ჰყოლოდა.
ისრაელის აღნიშნული კლინიკა უფლებამოსილია სამედიცინო ჩარევით განახორციელოს რეპროდუქცია და სუროგაცია, თუმცა მას შემდეგ, რაც 2017 წელს ლანცმანის ვაჟი სიმსივნით გარდაიცვალა, დედამისს უარი ეთქვა სპერმის ისრაელში ჩატანაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ინდივიდის უფლება, გადაწყვიტოს, როგორ და როდის გახდეს მშობელი, არ შეიძლება სხვა პირს გადაეცეს. ეს ნიშნავს, რომ ლანცმანის ვაჟის სურვილი, გამხდარიყო მამა, არ არის გარანტირებული უფლება მისი დედისთვის, გამოიყენოს გარდაცვლილი შვილის სპერმა იმისათვის, რომ ბებია გახდეს.
კომენტარები