„დამნაშავემ“ მხოლოდ ის იცის, რომ პატივს სცემს ჰიპოკრატეს ფიცს – იტალიური გამოცემა ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება
იტალიური გამოცემა L’OPINIONE რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. სტატიაში რუსეთი ოკუპანტად, ხოლო აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიებადაა მოხსენიებული.
„…ცნობილი ქართველი ექიმი რუსეთის მიერ კონტროლირებადი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ არის დაკავებული. საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, ექიმი სოფელ ორჭოსანში დააკავეს, იგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ერთ-ერთ სოფელში გადავიდა, რათა საოკუპაციო საზღვარს მიღმა მყოფ პაციენტს დახმარებოდა.
ექიმის მიმართ ბრალდების განაჩენი რუსეთის ხელისუფლებამ 15 ნოემბერს გამოიტანა და დღესაც გრძელდება გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება. „დამნაშავემ“ მხოლოდ ის იცის, რომ პატივს სცემს ჰიპოკრატეს ფიცს. ამან მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია და უამრავმა დასავლურმა მედიასაშუალებამ დაგმო ფაქტი.
Euronews- მა და New York Times-მა საქმე საზოგადოების დღის წესრიგში დააყენეს და ექიმის დაპატიმრება მოიხსენიეს სასჯელად იმ ადამიანებისათვის, რომელთაც არ სურთ რუსეთის პოლიტიკური უზენაესობის აღიარება.
ქართველებმა და მრავალრიცხოვანმა ქართულმა დიასპორამ საპროტესტო აქციები გამართეს რუსეთის საელჩოებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, იტალიაშიც. ნახევარკუნძულზე გამართულ აქციებს ქართულ დიასპორასთან ერთად იტალიელებიც შეუერთდნენ.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქართველები და არა მარტოისინი აპროტესტებენ ქართველი ექიმის უკანონო დაკავებას, ჰეშთეგით – თავისუფლებავაჟაექიმს“, – წერს იტალიური გამოცემა.
წყარო: kartuli.kvira.ge
კომენტარები