საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: 2000 ევრო ყოველ ახალშობილზე 2020 წლიდან

როგორც მოსალოდნელია, 2020 წლის იანვრიდან საბერძნეთში ყოველ ახალშობილზე ოჯახი დახმარების სახით 2000 ევროს მიიღებს. თანხა საგადასახადო დაბეგვრას არ ექვემდებარება და ვალის გამო (სახელმწიფოს ან ბანკის) მისი ჩამოჭრაც აკრძალული იქნება.

შესაბამის კანონპროექტს შრომისა და სოციალური საქმეების სამინისტრო საბერძნეთის პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარუდგენს. ქვეყნის სტატისტიკური სამსახურის პროგნოზით, რომელიც ახალ დახმარებას მხარს უჭერს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში (2020-2024) 400 ათასი ოჯახი მნიშვნელოვან მატერიალურ სარგებელს მიიღებს.

Ελεύθερο Τύπο-ს ცნობით, დახმარება 2 ნაწილად გაიცემა: 1500 ევრო შემოსულ განაცხადზე და 500 ევრო – გარკვეული დროის შემდეგ.

ე. წ. „დახმარებას დედობისთვის“ უცხოელებიც მიიღებენ, ცხადია, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. კერძოდ, ერთ-ერთი მშობელი კანონიერად და მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საბერძნეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბავშვის დაბადების მომენტამდე. გამონაკლის შემთხვევებში, როგორც კანონპროექტის მე-7 მუხლშია ნათქვამი, „2020 და 2021 წლებში დაბადებულ ბავშვებზე დახმარება გაიცემა, თუ მათი დედა, როგორც მესამე ქვეყნის 9ანუ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის – რედ.) მოქალაქე, კანონიერად და მუდმივად ცხოვრობს საბერძნეთში 2012 წლიდან“.

დახმარების მისაღებად ოჯახის შემოსავლებსაც აქვს მნიშვნელობა – როგორც რეალურს, ისე პოტენციურად შესაძლებელს. არსებული ინფორმაციით, საბერძნეთში იმ ოჯახების 90%-ს, სადაც ახალი სიცოცხლე დაიბადება, დახმარების მიღება შეეძლება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close