რას არ გაიგებ/ფაქტები

კანადაში ქუჩის ძაღლმა კნუტები გადაარჩინა

კანადაში, გზის პირას იპოვეს ძაღლი, რომელიც პატარა კნუტებს ათბობდა. ამის შესახებ FOX NEWS-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, ძაღლი სახელად სერენითი ონტარიოში შენიშნეს, სადაც ის გზის პირას ცხოვრობდა და 5 პატარა კნუტზე ზრუნავდა. ცხოველების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ თავშესაფარს, Pet And Wildlife Rescue-ს მიაწოდეს, რომლის თანამშრომლებმაც სერენითი და მისი შვილობილები თავშესაფარში გადაიყვანეს.

სპეციალისტების თქმით, ძაღლის მზრუნველობის გარეშე კნუტები კანადის ცივ ამინდს ვერ გადაურჩeბოდნენ.

ამ ამბის შესახებ თავშესაფარმა Facebook-ზე დაწერა, ამიტომ სერენითის და კნუტებს უკვე უამრავი პოტენციური პატრონი ჰყავს. კნუტები დროებით ოჯახში მოთავსდნენ და როცა წამოიზრდებიან, მათი გაჩუქების პროცესი დაიწყება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close