მსოფლიოსაზოგადოება

ნაპოლეონის ფეხსაცმელი პარიზში აუქციონზე 117 ათას ევროდ გაიყიდა

ფრანგი იმპერატორის, ნაპოლეონის ფეხსაცმელი, რომელიც მას მეორე გადასახლების დროს წმინდა ელენეს კუნძულზე ეცვა, 200 წლის შემდეგ პარიზში, აუქციონზე 117 ათას ევროდ (128 ათასი აშშ დოლარი) გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ ფრანგულმა მედიამ გაავრცელა.

ნაპოლეონის ფეხსაცმელების საწყისი ფასი 50 ათასი ევრო იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად გაორმაგდა. აუქციონების სახლ Drouot-ს ცნობით, ეს ფეხსაცმელები ნაპოლეონს მისი მეორე გადასახლებისას, წმინდა ელენეს კუნძულზე ყოფნისას ეცვა. იმპერატორის 40 ზომის ჩექმები შთამომავლობას გენერალმა ანრი გატიენ ბერტრანმა შემოუნახა, რომელიც ნაპოლეონს 1815 წელს ვატერლოოს ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გადასახლებაში გაჰყვა ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე წმინდა ელენეს კუნძულზე. გენერალი საფრანგეთში ნაპოლეონის სიკვდილის (1821 წ.) შემდეგ დაბრუნდა.

მოგვიანებით ბერტრანმა ფეხსაცმელები მოქანდაკე კარლო მაროჩეტის გადასცა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის ცხენიან ქანდაკებაზე მუშაობდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მაროჩეტიმ ისინი სენატორ პოლ ლე რუს აჩუქა. სწორედ ლე რუს ოჯახს ეკუთვნოდა ფეხსაცმელი ამ დრომდე.

მყიდველის ვინაობას აუქციონის სახლი არ ასაჯაროებს.

მანანა ბანძელაძე

ნაპოლეონის გადასახლების ადგილი წმ. ელენეს კუნძულზე; ისააკ ნიუტონის ფოტო; 1970 წლის ივნისი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close