მსოფლიოპოლიტიკა

ევროკომისიის ახალი შემადგენლობა მუშაობას შეუდგა

ევროკომისიამ პირველი დეკემბრიდან ოფიციალურად დაიწყო მუშაობა ახალი შემადგენლობით, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით. კომისიის შემადგენლობაში შედის 27 პოლიტიკოსი, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენლები, ბრიტანეთის გარდა (რომელიც კავშირის დატოვებას აპირებს).

ევროკომისიის ახალი შემადგენლობა გასულ კვირას დაამტკიცა ევროპარლამენტმა 461 ხმით 157-ის წინააღმდეგ. კომისიის ახალ შემადგენლობას მხარი არ დაუჭირეს მემარცხენე და მემარჯვენე პოპულისტებმა, ხოლო მწვანეებმა თავი შეიკავეს.

ევროკომისიის შემადგენლობაში შედიან ევროპის სამი უმთავრესი პარტიული გაერთიანების წარმომადგენლები: მემარჯვენე ცენტრისტები, მემარცხენე ცენტრისტები და ლიბერალები.

ევროპის კავშირის საბჭოს ახალი თავმჯდომარე, გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი 61 წლისაა, იგი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია.

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი გახდა ესპანელი სოციალისტი ჟოზეპ ბორელი, რომელმაც იტალიელი ფედერიკა მოგერინი (დემოკრატიული პარტიიდან) შეცვალა.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა პოლონელი დონალდ ტუსკის ნაცვლად ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა დაიკავა.

ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანოა, რომელიც საერთოევროპულ კანონმდებლობას შეიმუშავებს და თვალყურს ადევნებს, როგორ ასრულებენ წევრი ქვეყნები დაწესებულ ნორმებს. ევროკომისიას 5 წლის ვადით ირჩევენ, რაც ნიშნავს, რომ ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება  2024 წლამდე გაგრძელდება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close