ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2-8 დეკემბერი

2-იდან 8 დეკემბრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ეს კარგი დროა პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც დაკავშირებულია ამაღლებულ და ზნეობრივ იდეალებთან. ამ კვირაში განსაკუთრებით ხელსაყრელი ატმოსფეროა სულიერი თვითგანვითარებისთვის. ეს პერიოდი კარგ შესაძლებლობებს აძლევს მათ, ვინც კვლევით და სხვა პროგრესული სახის საქმიანობებს ეწევა. მომავალი კვირა შესაფერისი დროა ინოვაციური იდეების განსახორციელებლად. კვირის ბოლოს ფრთხილად იყავით და იზრუნეთ პირადი უსაფრთხოების დაცვაზე.

 

ვერძი

ეს კვირა ხელსაყრელია დოკუმენტების გაფორმებისა და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. შესანიშნავი პერიოდია კომუნიკაციისთვის: ახალი ნაცნობობისთვის და ძველი ურთიერთობის გაჯანსაღებისთვის – ეს ვერძებისთვის მნიშვნელოვანია. იყავით ლმობიერი სხვა ადამიანების სისუსტეებთან დაკავშირებით.

 

კურო

რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგდით. სახლში საყოფაცხოვრებო საკითხებსაც მოაგვარებთ და სამსახურში თქვენი ცოდნით იბრწყინებთ. მხოლოდ, შესაძლოა კოლეგებთან გაუგებრობა წარმოიშვას, რაც თქვენი ბრალი არ იქნება, ეს შეიძლება თქვენ მიმართ შურის გამო მოხდეს. ამ კვირაში ფრთხილად იყავით გზაზე!

 

ტყუპი

ახლა ნუ შეგეშინდებათ ბევრი ფული დახარჯოთ საკუთარი თავისთვის: ეს პერიოდი ამისთვისაა განკუთვნილი! შეიძინეთ საჩუქრები საყვარელი ადამიანისთვის, სიურპრიზები გაუკეთეთ ახლობლებს. 2 ან 3 დეკემბერს დაურეკეთ იმ პიროვნებას, რომელთან ურთიერთობაც რამდენიმე ხანია, შეწყვიტეთ. ის თქვენგან ნიშანს ელოდება.

 

კირჩხიბი

მზად არ იქნებით იმ დაძაბული პერიოდისთვის, რომელშიც ბედმა „მოგისროლათ“. რათა პრობლემების გარეშე განვლოთ ეს კვირა, გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ. შაბათ-კვირას, უბრალოდ, დასვენება გჭირდებათ! და უმჯობესია, თუ ის პასიური იქნება და არა აქტიური.

 

ლომი

შეეცადეთ არ იურთიერთოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც არ მოგწონთ. ახლა მნიშვნელოვანია ენერგიის დაგროვება და არა მისი წვრილმანებზე დახარჯვა. ამ დღეებში ნებისმიერი ავანტიურისგან თავი შორს დაიჭირეთ. თავი შეიკავეთ ყველაფერი ახლისგან. უმჯობესია სახლში გენერალური დასუფთავება ჩაატაროთ, გადაყარეთ ზედმეტი ნივთები.

 

ქალწული

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ვარსკლავები ამ პერიოდში დასვენებას ურჩევენ. დაგეგმეთ ის 5-იდან 8 დეკემბრამდე. უმჯობესია სამუშაო ჯერჯერობით მეორე პლანზე გადავიდეს, მიუხედავად ამბიციებისა. შესაძლოა მეგობრებთან ურთიერთობაში სირთულეებს გადააწყდეთ.  მიეცით მათ დრო: გაუგებრობა მხოლოდ ახალი წლის წინა დღეებში მოგვარდება.

 

სასწორი

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მშვიდი და მხიარული პერიოდი ელით. ბავშვები კარგ ამბებს მოგიტანენ, რაც საშუალებას მოგცემთ, მათით იამაყოთ. უფროსი თაობა ყურადღებას მოითხოვს, რასაც ვერ გაექცევით. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში თანხას არავის ასესხებთ, მათ შორის, არც ახლობელ ადამიანებს – არსებობს ურთიერთობის გაფუჭების რისკი.

 

მორიელი

წარუმატებლობების გამო, რომლებიც ამ დღეებში გექნებათ, პანიკაში არ ჩავარდეთ, უფრო მნიშვნელოვანია მიზეზი ეძებოთ. ასეთ შემთხვევაში პრობლემის თავიდან აცილებას შეძლებთ. ამ პერიოდში შეგიძლიათ თქვენს გარეგნობაზე იზრუნოთ და ექსპერიმენტი ჩაატაროთ – ჩაეწერეთ სილამაზის სალონში! გაახარეთ საკუთარი თავი იმ ცვლილებებით, რომლებსაც ადრე ვერ ბედავდით.

 

მშვილდოსანი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე სამსახურში შაბათ-კვირამდე დაასრულეთ. საკუთარი გრძნობებისგან თავის დაღწევას ნუ შეეცდებით: უმჯობესია აღიაროთ ისინი! შეიძლება ურთიერთობები გაურთულდეთ მშვილდოსნებს, რომელთაც ოჯახი აქვთ. ეს პერიოდი, უბრალოდ, უნდა გადაიტანოთ და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება.

 

თხის რქა

ამ კვირაში მღელვარების არაერთი მიზეზი გექნებათ. მთავარია ცხელ გულზე არ იმოქმედოთ და შეცდომას არ დაუშვებთ. უკეთესია თუ თქვენ გვერდით თანამოაზრეები იქნებიან. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, ნუ უგულებელყოფთ მკურნალობას, თუ გჭირდებათ.

 

მერწყული

უმჯობესია კომპლექსები დაივიწყოთ, რათა გარშემომყოფებს თქვენი ნიჭი დაანახვოთ: არ ინანებთ! შეიძლება ცდუნებამ გძლიოთ და ისეთი რამ შეიძინოთ, რაც აბსოლუტურად არ გჭირდებათ. შეეცადეთ გადალახოთ ეს სურვილი. 4 დეკემბერს, ოთხშაბათს, მიზანშეწონილია იყოთ მარტო და ყველა საქმისგან დაისვენოთ.

 

თევზები

იდეალური დროა ახალი სამუშაოს მოსაძებნად, თუ ძველ სამსახურში რაღაც არ მოგწონთ. ასევე, ახლა შეგიძლიათ ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ. შემოთავაზებული  წინადადებები  სიფრთხილით მიიღეთ. ახალი ნაცნობები კი კარგად შეამოწმეთ, რათა არ შეცდეთ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close