პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

დაპირისპირება კვერცხებისა და ცოცხების თანხლებით – რა მოხდა ქუთაისში?

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ. მათ ოპოზიციის ოფისთან კვერცხები და ცოცხები მიიტანეს და შენობას დაუშინეს. ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, თუმცა სიტუაციის სრულად განმუხტვა გაჭირდა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები პირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, იქიდან კი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გადაინაცვლეს.

მანამდე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისის „დაბოქლომებას“ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირპისპირება მოჰყვა. ადგილზე ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს.

PROGRESSNEWS.GE

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close