მსოფლიოსაზოგადოება
დონალდ ტრამპმა ორი ინდაური შეიწყალა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით ორი ინდაური შეიწყალა. შეწყალების ცერემონია, ტრადიციულად, თეთრი სახლის ეზოში გაიმართა.
ინდაურებს, ბრედსა და ბათერს, ვირჯინიის ნაკრძალში გაგზავნიან. ტრამპმა იხუმრა, რომ ორივე ინდაურმა უკვე მიიღო უწყისი, რათა წარდგნენ წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე და ჩვენება მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
ტრადიციის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მადლიერების დღეზე ყველა ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს ინდაური. 1940 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ინდაურების შეწყალების ტრადიცია დაამკვიდრა. შემდეგ ტრუმენისგან მაგალითი სხვა პრეზიდენტებმაც აიღეს.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები