რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოებასპორტი
27:0 – იტალიაში ფეხბურთის მწვრთნელი დიდი ანგარიშით მოგების გამო დაითხოვეს
იტალიური ახალგაზრდული გუნდის „ინვიკტასაუროს“ (INVICTASAURO ) მწვრთნელი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მისმა გუნდმა მოწინააღმდეგეს, „მარინა კალჩოს“ (MARINA CALCIO) დიდი ანგარიშით – 27:0 მოუგო. იგი საკუთარი კლუბის ხელმძღვანელობამ დაითხოვა. ამის შესახებ FOOTBALL ITALIA იტყობინება.
კლუბის პრეზიდენტის, პაოლო ბროგელის თქმით, ასეთი მოგება მოწინააღმდეგის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს და არ შეესაბამება ახალგაზრდული ფეხბურთის ღირებულებებს.
„მოწინააღმდეგეს ყოველთვის პატივი უნდა სცე, რაც დღეს არ გააკეთეს. როგორც კლუბის პრეზიდენტი, გულწრფელად ვუხდი ბოდიშს კლუბ „მარინას“. ჩვენმა დირექტორთა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მწვრთნელი სენიორ რიჩინი დაგვეთხოვა“, – განაცხადა მან.
კომენტარები