fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ბერლინის ძველ აეროპორტში ბორდელის გახსნა სურთ

ბერლინის ტემპელჰოპის აეროპორტმა შეიძლება მალე არა თვითმფრინავები, არამედ კაცები მიიღოს, რომლებსაც სურთ მეძავების მომსახურებით საკუთარ ავტომობილში ისარგებლონ. ამის შესახებ BBC წერს.

ამ იდეის ავტორი ბერლინის ოლქის, მიტეს მერი სტეფან ფონ დასელია. „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი მერი ამგვარად აპირებს კიურფიურსტენშტრასეს ქუჩაზე პროსტიტუციას ებრძოლოს. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

მერის განმატებით, ამ ქუჩაზე კლიენტები სექსუალური მომსახურების მიღებას ისეთ დაბალ ფასად ცდილობენ, რომ მეძავები იძულებულები არიან, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მოემსახურონ, რათა მინიმალური შემოსავალი ჰქონდეთ.

ფონ დასელის განმარტებით, კიურფიურსტენშტრასეს ქუჩაზე პროსტიტუციის აკრძალვა და მისი გადატანა ყოფილი აეროპორტის რაიონში სექსმუშაკების მდგომარეობას გააუმჯობესებს. მერი მთავრობას იქ კომპლექსის აშენებას სთავაზობს, რომელშიც იქნება გამოყოფილი ადგილები, სადაც კლიენტები საკუთარი ავტომობილებით მისვლას შეძლებენ.

მსგავსი კომპლექსი გერმანიის ქალაქ კიოლნში 2001 წელს გამოჩნდა, შემედეგ კი – ესენში, ბონსა და შვეიცარიის ქალაქ ციურიხშიც.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close