ქართველები უცხოეთშიხელოვნებაnews

ქეთი მელუას ახალი ევროპული ტურნე გორის ქალთა გუნდთან ერთად!

ქეთი მელუა ფეისბუქის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მასშტაბურ ევროპულ ტურნეს გეგმავს მთელ დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

„ძალიან გახარებული ვარ! ახალი ტურნე ჩემს ბენდთან ერთად 2020 წელს! 45 კონცერტი მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, ირლანდიასა და ევროპაში“, – წერს ქეთი მელუა.

აღსანიშნავია, რომ ტურნეში გორის ქალთა გუნდიც ჩაერთვება. ბილეთების შეძენა 22 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ახალი ალბომის გამოშვებაც დააანონსა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close