fbpx
პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

„საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ – ტყვეობაში მყოფი ცნობილი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს

ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. სასამართლომ 9 ნოემბერს გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახმა იცოდა, რომ იგი საქმეებზე მიდიოდა, მაგრამ სახლიდან წასულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა რამდენიმე საათში მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ.

ცნობილი ექიმის დაკავების დეტალებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.

„როცა ვაჟა გაფრინდაშვილი(ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს, სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო? მან უპასუხა: რა საზღვარი? რის სახელმწიფო? სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო! მაგათი კანონით, თუ პირი შეგნებულად არღვევს ე. წ. საზღვარს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

ჰო, თარჯმანი მოითხოვა კიდევ, ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებითო! აი, ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა“, – წერს ლაშა ბერულავა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

წყარო: fortuna.ge

P. S. ინფორმაცია: ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგია. იგი საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close