მსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო 200 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა იზერის დეპარტამენტში – თოვლით დაფარული ხის წაქცევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ხე მოძრავ ავტომობილს დაეცა.

ამ დროისთვის შვიდ დეპარტამენტში განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო დროებით შეფერხდა გრენობლსა და ლიონს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც. მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close