პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კასრები და შეშა მიიტანეს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასრები და შეშა მიიტანეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, კასრები ცეცხლის დასანთებად სჭირდებათ, რომ დემონსტრანტები გათბნენ. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქცია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას მოჰყვა. დემონსტრანტები გარდამავალი მთავრობის პირობებში, პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
report.ge
კომენტარები