ისტორიაიტალიაკულტურაკულტურასაზოგადოება

იტალია: ჰერკულანუმის დათვალიერებას მსურველები ნოემბერში ოთხშაბათობით უფასოდ შეძლებენ

იტალიის კულტურის და ტურიზმის სამინისტროს ინიციატივით, ნოემბერში, ყოველ ოთხშაბათ დღეს ჰერკულანუმის არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე მსურველებს თავისუფლად შეუძლიათ შესვლა და ამისთვის ბილეთის ყიდვა არ სჭირდებათ.

პირველი „უფასო“ ოთხშაბათი დღეს, 13 ნოემბერს იყო. მომავალ 2 ოთხშაბათს – 20 და 27 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 13:00 საათიდან ვეზუვის ლავის ქვეშ დამარხული ძველი ქალაქის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ბილეთის საფასურის გადახდის გარეშე.

როგორც კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ განაცხადა, სამწუხაროდ, ზოგიერთი კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობის მონახულებისთვის საკმაოდ მაღალი ფასია დაწესებული, რაც ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი არ არის – მაგალითად, 4-5-სულიანი ოჯახისთვის ფასიან პარკში ან მუზეუმში წასვლა საკმაოდ ძვირი ჯდება. კულტურის სამინისტროს ინიციატივა ბრწყინვალე იდეაა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, იტალიის საგანძური უფასოდ დაათვალიერონ.

ჰერკულანუმი. ნეპტუნის და ამფიტრიტეს სახლი, ფოტო biancoloto.com-იდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close