მსოფლიოსაზოგადოებასაზოგადოებასაქართველო

მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია

საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველაზე იაფად გადაადგილება საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანშია შესაძლებელი. 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, საშუალო თვიური ღირებულება ამ ქვეყნებში 10, 12 და 13 დოლარია.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ბრიტანეთშია, სადაც სამგზავროს ყოველთვიური გადასახადი 179 დოლარია.

ლიდერობს იაპონიაც, სადაც 2014 წლიდან ყოველთვიური გადასახადი 28%-ით გაიზარდა და 2019 წელს თვეში 123 დოლარი შეადგინა.

მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია. აქ საშუალოდ თვეში 10 დოლარი დათვალეს. ერთი მგზავრობა ავტობუსით და მეტროთი 50 თეთრი ღირს, რაც დაახლოებით 17 ცენტამდეა (15 ევროცენტი).

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მოსკოვში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ყოველთვიური დანახარჯი საშუალოდ 31 დოლარია, კიევში – 19 დოლარი, ხოლო ნიუ-იორკში – 121 დოლარი.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close