იტალიაში სავალდებულო გახდა საბავშვო ავტოსავარძლები სიგნალიზაციის სისტემით
იტალიაში სავალდებულო გახდა, რომ საბავშვო ავტოსავარძლები სიგნალიზაციის სისტემით იყოს აღჭურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება, აგრეთვე, ხუთი ქულა მოაკლდება მართვის მოწმობაში. ჯარიმის ოდენობად 326 ევრო განისაზღვრა. ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები წერენ.
ახალი კოდექსი საავტომობილო გზების შესახებ 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა ოფიციალურ მაცნეში და 7 ნოემბერს შევიდა ძალაში. საკანონმდებლო რეგულირებას სიგნალიზაციის მოწყობილობით აღჭურვილი საბავშვო ავტოსავარძლების თაობაზე კოდექსის 172-ე მუხლი ადგენს.
კანონი ითვალისწინებს, რომ ყველა საბავშვო ავტოსავარძელი ამიერიდან აღჭურვილი უნდა იყოს სიგნალიზაციით, რომელიც მძღოლს ავტომობილში ბავშვის არსებობის შესახებ გააფრთხილებს სპეციალური ვიზუალური და აკუსტიკური სიგნალების მეშვეობით როგორც ავტომობილის შიგნით, ისე გარეთ (სავარძელი შეიძლება აღჭურვილი იყოს შეტყობინების გაგზავნის ან ზარის განხორციელების ავტომატური სისტემით).
როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, იტალიაში ბოლო წლებში ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა ტრაგედიით დასრულდა.
ნიკო აბაშიშვილი
მსგავს თემაზე: 2 წლის ბიჭუნა, რომელიც მამას ჩაკეტილ მანქანაში დარჩა, დაიღუპა
კომენტარები