ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის სამშობლოსთან კომუნიკაციის უიაფესი მეთოდი

ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის სამშობლოსთან კომუნიკაციის უიაფესი მეთოდი INEXPHONE-ის აპლიკაციაა. უამრავი ადამიანი საქართველოსა და ახლობლების მონატრებას სწორედ INEXPHONE-ის დახმარებით უმკლავდება.
იმისათვის, რომ უფრო დეტალურად აგვეხსნა, თუ რას წარმოადგენს inexPHONE-ის აპლიკაცია და რა უპირატესობები აქვს მას, კომპანიის დირექტორს – რატი ახვლედიანს ვესაუბრეთ.

როგორც ჩვენმა რესპონდენტმა განაცხადა, მას თავად მოუწია 3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრება და სწორედ მაშინ გაიგო inexPHONE-ის არსებობის შესახებ. იგი ემიგრანტად ყოფნის პერიოდში აქტიურად იყენებდა აპლიკაციას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კომუნიკაციისთვის.

ინტერვიუს მთავარი მიზანი იმ ტექნიკური დეტალების გარკვევა იყო, რომელთა შესახებაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად სვამენ კითხვებს.

თუ შეიძლება, აგვიხსენით: როგორ ვისარგებლოთ ინექსფონის მობილური აპლიკაციით?

ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია თქვენს სმარტფონში გადმოწეროთ აპლიკაცია INEXPHONE და ონლაინ ან ჩვენი ოპერატორების დახმარებით გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ მოგენიჭებათ უნიკალური ტელეფონის ნომერი, თავისი მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც უნდა შეიყვანოთ აპლიკაციაში არსებულ შესაბამის ველებში. ნომრის გააქტიურების შემდეგ კი შეძლებთ ზარის განხორციელებას როგორც ქართულ მობილურის, ისე სახლის ნომრებზე.

ერთი პატარა ნიუანსი გახლავთ ის, რომ აპლიკაციით სარგებლობისთვის აუცილებელია ინექსფონის აბონენტს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ჩვენი დაბალი ტარიფებით სარგებლობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მნიშვნელობა არ აქვს ადგილმდებარეობას, ამასთან, საქართველოში დარეკვისას არც საქართველოს კოდის +995-ის აკრეფა არის სავალდებულო. ზარის განხორციელებამდე, უბრალოდ, უნდა აკრიფოთ სასურველი ქართული ნომერი და დააჭიროთ მწვანე ღილაკს.

რეგისტრაციისთვის რა ეტაპებია გასავლელი და არის თუ არა ეს გარკვეულ თანხასთან დაკავშრებული?

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ რეგისტრაცია სრულიად უფასოა. უფრო მეტიც, რეგისტრაციის შემდეგ საჩუქრად დაგერიცხებათ უფასო სასაუბრო წუთებიც.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი ნომრის აღებას, ამის 3 გზა არსებობს:

ჩვენს მომავალ აბონენტებს შეუძლიათ თავად გაიარონ რეგისტრაცია ონლაინ გადმოწერილი აპლიკაციის მეშვეობით ან მოგვწერონ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე პირადი შეტყობინება, რომ სურთ რეგისტრაცია, ან უშუალოდ მობრძანდნენ ჩვენს ოფისებში და ოპერატორების დახმარებით გაიაქტიურონ ნომერი.

ლოგიკურია, ჩნდება კითხვა, რით განსხვავდება ინექსფონის აპლიკაცია Viber-ის, WhatsUp-ის, Messenger-ისა და სხვა აპლიკაციებისგან?

სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის არ არის საჭირო ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყოს ორივე მხარისთვის – ზარის განმახორციელებლისა და ზარის მიმღებისთვის. მარტივად რომ აგიხსნათ, ჩვენი აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაურეკოთ ახლობელს საქართველოში სახლის ან მობილურის ნომერზე ისე, რომ მას არ ჰქონდეს ინტერნეტი ჩართული.

რამდენად ეკონომიურია inexPHONE-ის ტარიფები?

შეგიძლიათ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დარეკოთ საქართველოს მობილურის ნომრებზე წუთში 15 თეთრად, საქართველოს სახლის ნომრებზე კი – წუთში 4 თეთრად, ხოლო შემომავალი ზარები სრულიად უფასოდ მიიღოთ.

დაბოლოს, შესაძლოა ბევრმა ჩათვალოს, რომ ბალანსის შევსება რთული პროცესია, აგვიხსენითრა გზებითაა ჩვენი ანგარიშის შევსება შესაძლებელი?

ბალანსის შევსება შეგიძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილი გადახდის მეთოდების გამოყენებით:

  1. ინტელიექსპრესის ნებისმიერ ფილიალში ან აგენტების ქსელში
  2. TBC Pay-სა და Nova-ს სწრაფი გადახდის აპარატებით
  3. საბანკო ბარათებით მობილურის აპლიკაციდან
  4. თიბისის ონლაინ ბანკინგის საშუალებით

გმადლობთ, ბატონო რატი, რომ დაგვითმეთ დრო და ტექნიკური დეტალები მარტივად და ამომწურავად განგვიმარტეთ. წარმატებებს ვუსურვებთ თქვენს გუნდს, ადამიანებს, რომლებიც ქართველი ემიგრანტებისთვის საქართველოში საკომუნიკაციოდ ყველაზე იაფ საშუალებას ქმნიან.

თქვენ გიხდით მადლობას ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის. აქვე მოგახსენებთ, რომ inexPHONE-თან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ნომრებზე: +995 32 249 20 20; +30 231 118 1493, ან ესტუმრეთ ჩვენს FB გვერდს: https://www.facebook.com/INEXPHONE/, სადაც ინექსფონის აბონენტებს ხშირად ვთავაზობთ სხვადასხვა აქციაში მონაწილეობას.

(R)
კომენტარები