იტალიასაზოგადოება

იტალია პირველი ქვეყანა გახდება, სადაც სკოლებში საგნად კლიმატის ცვლილებებს ისწავლიან

იტალია პირველი ქვეყანა გახდება, სადაც სკოლებში კლიმატური ცვლილებების, როგორც საგნად სწავლება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ TELEGRAPH-ი წერს.

გამოცემით ცნობით, ინიციატივის ავტორი ქვეყნის განათლების სამინისტროა, რომლის ხელმძღვანელის, ლორენცო ფიორამონტის თქმით, მომავალი წლის სექტემბრიდან სკოლის მოსწავლეები კვირაში ერთ საათს კლიმატურ ცვლილებებზე მსჯელობას დაუთმობენ.

„ეს არის სამოქალაქო განათლების ახალი მოდელი, რომელიც მდგრადი განვითარებასა და კლიმატის ცვლილებებზეა ორიენტირებული“, – განუცხადა მინისტრმა გამოცემას.

მისივე თქმით, საგნის პროგრამა გაეროს წესდების თანახმად შემუშავდება, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხებს და გარემოს დაცვას ეხება. მისი სწავლა ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო იქნება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close