250 კონკურენტს შორის თუშეთი შეარჩიეს – ის მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის 2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამის ნომინანტია
საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე თუშეთის ეროვნულმა პარკმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. „ნიუ-იორკ თაიმსმა“ მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის 2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამის 24 ნომინანტის ნუსხა გამოაქვეყნა. მათ შორისაა თუშეთი, რომელიც 250 განაცხადს შორის შეარჩიეს, როგორც მსოფლიოში გამორჩეული კულტურული და ბუნებრივი საგანძური.
ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში თუშეთს საგანგებო ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იქ კულტურული ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი თემის გაძლიერებას.
2020 წლის ზაფხულში თუშეთი უმასპინძლებს ე. წ. „მეთვალყურეობის დღეს“, რომელსაც დიდი საერთაშორისო ინტერესი ექნება. ამ ღონისძიებას არაერთი უცხოელი ჟურნალისტი დაესწრება.
2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამისთვის სტავროს ნიარქოსისა და ფორდის ფონდების დახმარებით შეიქმნა მსოფლიო მემკვიდრეობის საგანგებო საინვესტიციო ფონდი ბიუჯეტით 600 000 აშშ დოლარი, რომელიც პროგრამის ნომინანტებს მოხმარდება. ახალი სტატუსი, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს თუშეთს ამ ფონდის მხარდაჭერა მოიპოვოს თავისი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დასაცავად და ადგილობრივი თემის კეთილდღეობის ასამაღლებლად.
kvira.ge
კომენტარები