რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო

ცნობილი მომღერალი, ვისთანაც საყვარელმა ადამიანმა უღალატა – თიკა ჯამბურიამ „ფარული კონვერტი“ გახსნა (ვიდეო)

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემაში „ფარული კონვერტი“ თავისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ პერიოდზე ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ყოფილ ქმართან დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაში ზუკა ყალიჩავა გამოჩნდა, თუმცა მათმა ურთიერთობამ მხოლოდ წელიწადს გასტანა. მომღერალმა თქვა, რომ დაშორება მტკივნეულად გადაიტანა და მასთან შერიგებას ცდილობდა, თუმცა ერთ დღეს გაიგო, რომ ზუკას ურთიერთობა ჰქონდა მის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან.

„მახსოვს, რომ უბრალოდ გავითიშე… მუხლები მომეკვეთა და დავეცი სამზარეულოში. ის იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. არ ვიცი, ძალიან მიჭირს, არ ვიცი, სწორედ ვიქცევი თუ არა, ეს არის მომღერალი ია ტომაში… მამხნევებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო და პარალელურად, ჩემს ზურგს უკან ხდებოდა ეს ყველაფერი და გავაკეთე ის, რაც ძალიან ცუდია ჩემი აზრით…

ერთადერთხელ მომინდა ცხოვრებაში, ვიღაცისთვის ცუდზე ცუდად მეპასუხა, ვიყიდეთ საღებავები და მის სადარბაზოზე დავუწერეთ, აქ ცხოვრობს ესა და ეს ადამიანი… მე არ გავხსნიდი ამ კონვერტს, რომ მეგრძნო, ეს ადამიანები ამ ყველაფერს ნანობენ“, – თქვა თიკა ჯამბურიამ გადაცემაში „ფარული კონვერტი“.

თიკამ ყოფილ ქმართან დაშორების პერიოდიც გაიხსენა და თქვა, რომ მისი ახალი რჩეულის შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალებისგან გაიგო.

„ძალიან მტკივნეული იყო, როდესაც გავიგე, ვინ იყო ჩემი ყოფილი ქმრის გოგო (არ მინდა, ის სიტყვა ვიხმარო) ჩემთან ცხოვრების პარალელურად. მედიაში მის შესახებ დეტალური ინფორმაცია ეწერა. ძალიან რთული იყო, თან მაშინ ნინა დღეების მყავდა, სამშობიაროდან ახალი გამოსული ვიყავი და ეს ყველაფერი ერთად, რაღაც არანორმალური სტრესი იყო ჩემთვის, ბოროტებაა…“ – ამბობს თიკა ჯამბურია.

ამასთან, თიკამ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მის გარეგნობასთან დაკავშირებით დააკომპლექსა. ის ამბობს, რომ იმ შეურაცხყოფებებმა, რომლებსაც საჯარო სივრცეში წონის გამო აყენებდნენ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეუქმნა.

„ჩემი წონა მუდმივადაა საჯაროდ განხილვის საკითხი. წერდნენ – ფუ რამ სისქეა, ძროხაა, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, კომპლექსები გამიჩნდა, პანიკური აშლილობები მქონდა, სახლიდან ვერ გავდიოდი. ქუჩაში ვინმე როცა შემომხედავდა, ეგრევე იმას ვფიქრობდი, რომ ალბათ თვლის, ძალიან სქელი ვარ. ახლაც დიეტაზე ვარ. ძალიან ცუდი კვების რეჟიმი მაქვს, მთელი დღე არ ვჭამ, მაგრამ საღამო არის ჩემი დიეტის დარღვევის დრო. ერთი წელია არ მიჭამია ხორცი. ამასთან მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ვიღებ მედიკამენტებს, ხო არ დავდგები და მოვყვები ყველაფერს. არ შემიძლია ამჯერად ვიყო გამხდარი, ისე როგორც ყველა ადამიანს არ ექნება ლურჯი და მწვანე თვალები, ასევე ვერ იქნება ყველა ადამიანი მაღალი, ტანადი და გამხდარი. ყველას აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის. ის ვინც ამაზე უსვამს ხაზს, მის დაბალ ინტელექტზე მიუთითებს“, – ამბობს თიკა ჯამბურია.

ზუკა ყალიჩავა

fortuna.ge

P.S ინფორმაცია: 27 წლის ზუკა ყალიჩავა დიზაინერია, მან საკუთარი ბრენდი Dazz Dazz მცირე ხნის წინ მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა.

მომღერალი ია ტომაში წინა სეზონში „იმედზე“ მუსიკალურ კონკურს „იქს-ფაქტორში“ მონაწილეობდა. ეს პროექტი იღბლიანი აღმოჩნდა მისთვის. მომღერალს სწორედ პროექტის ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში სთხოვა ხელი შეყვარებულმა დემე მიქელაძემ.

„პალიტრა ტივიმ“ ია ტომაშს თიკა ჯამბურიას სიტყვებზე კომენტარი სთხოვა, რაზეც მომღერალმა უპასუხა, რომ „საერთოდ არაფრის თქმას არ აპირებს“ ამ საკითხზე, არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს თიკას ნათქვამზე. „თუ ვინმესთან პასუხი მექნება გასაცემი, შუამავალი არ დამჭირდება“, – განაცხადა ტომაშმა.

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close