საზოგადოებასაქართველო
„თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება“ – დეკანოზი შალვა კეკელია პატრიარქს მიმართავს
დეკანოზი შალვა კეკელია FACEBOOK-ზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საქართველოს პატრიარქს მიმართავს:
„თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია: ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება, ერის შემოტრიალება, ტაძრების აშენება, ამდენი ნათლული, რომლებიც თქვენი უსაზღვრო სიყვარულით დაიბადნენ, სასულიერო პირების გამრავლება, სემინარიების და აკადემიების გახსნა, დაუღალავი ლოცვა, უძილო ღამეები ერზე ფიქრში გატარებული და რომ ჩამოვთვალე, ის ყველაფერი, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის გიკეთებიათ ალბათ მთელი დღე დამჭირდება ამ ყველაფრის დასაწერად… ეშმაკი ცილისმწამებელია, მას მხოლოდ წილისწამება შეუძლია, ვაი იმ ადამიანებს, ვისაც ეშმაკი საკუთარ იარაღად გამოიყენებს… თქვენო უწმიდესობავ, მთელი ერი, თქვენი სამწყსო, რომლის კეთილი მწყემსი ბრძანდებით, ქრისტეს, დედა ეკლესიის და თქვენს გვერდით ვართ… გვიყვარხართ, თქვენო უწმიდესობავ“.
კომენტარები