მსოფლიოსაზოგადოებატექნოლოგიებისაქართველო

ქართველმა ასტროფიზიკოსმა ახსნა, თუ რატომ ვერ ვხედავთ უცხოპლანეტელთა კვალს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა „ფერმის პარადოქსს“ ახალი ახსნა გამოუძებნა. ქართველი მეცნიერის მიერ წარმოდგენილი თეორიის შესახებ გამოცემა SCIENCE ALERT-ი წერს.

ასტროფიზიკოსი მიიჩნევს, რომ კაცობრიობამ უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის კვალი ვერ აღმოაჩინა, რადგან ისინი კოსმოსური ხომალდების ნაცვლად ნანოსტრუქტურულ ზონდებს იყენებენ.

ოსმანოვის იდეა ეფუძნება ფონ ნეიმანის ზონდების ჰიპოთეტურ კონცეფციას – თვითწარმოებადი კოსმოსური ხომალდების, რომლებსაც კოსმოსის დამოუკიდებლად შესწავლა შეუძლიათ, მაშინ როდესაც მათი შემქმნელები თავიანთ პლანეტაზე ცხოვრობენ. ზონდების მუშაობისთვის საჭიროა რესურსების მუდმივი წყარო, მეცნიერებმა კი არ იციან, არსებობს თუ არა კოსმოსში ასეთი რესურსი. ზაზა ოსმანოვმა ამ პრობლემას გვერდი აუარა და ივარაუდა, რომ ზონდების ზომა ძალიან მცირეა და ნანომეტრს არ აღემატება. მისი აზრით, ნანოსკოპურ ზონდებს თვითწარმოებისთვის წყალბადის ატომების გამოყენება შეუძლიათ.

„ფერმის პარადოქსი“ ეხება აშკარა წინააღმდეგობას არამიწიერი სიცოცხლის არსებობის არანაირ მტკიცებულებასა და მის დიდ ალბათობას შორის. ამ მოვლენას სახელი მეცნიერ ენრიკო ფერმის საპატივცემულოდ უწოდეს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close