კრიმინალიმიგრაციამსოფლიოკრიმინალისაქართველო

ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა. ამის შესახებ რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა. ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.

ონიანი 2009 წელს ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი მან ორენბურგის ციხეში მოიხადა.

ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რუსეთს ტარიელ ონიანის ექსტრადირების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა. პროკურატურის მიერ გაგზავნილ 38-გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ონიანი და მისი თანამზრახველები 1995 წლიდან 2005 წლამდე ესპანეთში უკანონოდ საქმიანობდნენ. ესპანური გამოძიების მტკიცებით, ყოფილი სსრკ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამოძალვის, საწარმოების „გაკონტროლების“ და ნარკოტიკებით ვაჭრობის გზით მიღებულ თანხებს ონიანი ესპანეთში ლეგალურ სარესტორნო და სამშენებლო ბიზნესში აბანდებდა.

ონიანის დაკავებაზე პირველი ორდერი ესპანურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2005 წელს, ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს გასცა, როდესაც 30-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. თუმცა, როგორც რუსეთში ესპანეთის პროკურატურის მიერ გაგზავნილ დოკუმენტშია აღნიშნული, ონიანმა ესპანეთიდან გაქცევა რამდენიმე საათით ადრე მოასწრო.

Deutsche Welle-სთან საუბარში ესპანეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ „ამჯერად რუსულ მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი პრაქტიკულად არასდროს გადასცემს ესპანეთს ეჭვმიტანილებს. ესპანური მხარის ოპტიმიზმი იმით არის განპირობებული, რომ ტარიელ ონიანი უკვე დაკავებულია რუსეთში საერთაშორისო ორდერის საფუძველზე, რომელიც ესპანეთმა რუსეთში ინტერპოლის ხაზით გააგზავნა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close