მსოფლიოქართველები უცხოეთშიკულტურასაზოგადოებასაქართველო

ქართველმა ტენორმა გერმანიაში ფურორი მოახდინა (ვიდეო)

ქართველი ტენორის, ირაკლი კახიძის ყოველი გამოსვლა ნამდვილი დღესასწაულია კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის. მისი უძლიერესი და განუმეორებელი ხმა ყველას აჯადოებს.

ამის დასტურია გერმანიაში, მანჰაიმის ნაციონალურ თეატრში გამართული ვარსკვლავური საღამო მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, სადაც ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“ აჟღერდა.

ირაკლი კახიძის გამოსვლას კრიტიკოსი გაბორ ჰალასცი ასე გამოეხმაურა:

„ამ ვარსკვლავური საღამოს ჭეშმარიტად ექსტრაკლასის, გულწრფელი შემოქმედი კი, უპირობოდ, ოპერის უმთავრესი გმირი – ტრუბადურია. მანჰაიმის ნაციონალური თეატრის ანსამბლის წევრმა ირაკლი კახიძემ მანრიკოს ურთულესი პარტია გამოწრთობილი, ნატიფი ტემბრის და მაღალ რეგისტრში მომნუსხველი ბრწყინვალების ტენორით იმღერა.

ამ საოპერო როლის ყველა საყოველთაოდ ცნობილი სირთულე, რაც, ვიტყოდი, მწვერვალებზე ფრენის ტოლფასია, მის მიერ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე იქნა გადალახული.

იმ საღამოს სცენაზე იდგა სიცოცხლით და მღელვარებით სავსე ნამდვილი იტალიური სპინტო-ტენორი!.. და სწორედ აქ გახსენებს იგი თავის ლეგენდარულ კოლეგებს, წარსულის დიდ ტენორებს მანრიკოს გასაოცარ პარტიაში… კახიძე თითქოს შენ თვალწინ აცოცხლებს მათ…“

[arve url=”https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Firaklitenori%2Fvideos%2F2529599297118796%2F&show_text=0&width=267″ aspect_ratio=”3:3.7″ /]

artinfo.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close