მსოფლიოპოლიტიკაnews

თურქეთი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სირიაში ახალი ოპერაციის საჭიროება არ არსებობს

თურქეთი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სირიაში, ოპერაციის ამჟამინდელი არეალის გარეთ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ შეტევის განახლების „საჭიროება“ არ არის, რადგან აშშ-ისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ ძალების გასვლა ჩრდილოეთის სასაზღვრო რეგიონიდან „დასრულებულია“.

„ამ ეტაპზე არ არის ახალი ოპერაციის საჭიროება“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ოქტომბერს. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

თურქეთის მიერ ამ ცნობის გავრცელებამდე, იმავე დღეს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოანი სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ მაიკ პენსთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის 120-საათიანი ვადა უკვე იწურებოდა, ხოლო პუტინთან შეხვედრის შემდეგ კი, რომელიც ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა, გააკეთა განცხადება, რომ თურქეთი ახალ ოპერაციას აღარ დაიწყებს.

მოლაპარაკების შედეგად პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ ერთობლივი სამხედრო პატრულის ამოქმედებაზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში და ქურთ მებრძოლებს ახალი ვადა დაუწესეს არეალის დასატოვებლად რამდენიმე საათით ადრე, სანამ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედება დასრულდებოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close