fbpx
მსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

ბერამ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მლნ დოლარი გადარიცხა (ვიდეო)

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით FACEBOOK-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში ბერა ამბობს, რომ სურს თავის ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს, ამიტომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1. მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

„მინ­და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დო ჩემს ბრა­ზი­ლი­ელ მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ­სა და ამ სტი­ქი­ას შო­რის დგა­ნან. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით ვცხოვ­რობ, მუდმივად ვგრძნობ ჩემი ბრა­ზი­ლი­ე­ლი მე­გობ­რე­ბის სიყ­ვა­რულს.

ვი­პო­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ცვლი­ლე­ბე­ბის მოხ­დე­ნა, რო­მელ­საც ვენ­დო­ბი. ეს ორგანიზაციაა ISA. გა­დავ­წყვი­ტე, ბრა­ზი­ლე­ლი მე­გობ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და ტყის აღსადგენად გა­დავ­რი­ცხო თან­ხა 1.1 მლნ დო­ლა­რი. ეს არის ჩემი პი­რა­დი და­ნა­ზო­გი და ჩემი ოჯა­ხის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა“, – ამბობს ივანიშვილი ვიდეოში.

„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.

ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, ცხოველებისა და მცენარეების 3 მილიონამდე სახეობას უყრის თავს. შესაბამისად, ის დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარია. ასევე, ამაზონში მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრებია. გლობალური დათბობის რეგულირებისთვის ამ ტყეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკოსისტემაში. მაგალითად, ამაზონის ტყე წლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს.

ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობი 7 მლნ კვ. კმ-ია და ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. უდიდესი ნაწილი, 60%, ბრაზილიაშია. შესაბამისად, ამაზონის ტყე პლანეტის ტროპიკული ტყეების თითქმის ნახევარს და დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას მოიცავს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close