ბერამ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მლნ დოლარი გადარიცხა (ვიდეო)
ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით FACEBOOK-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში ბერა ამბობს, რომ სურს თავის ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს, ამიტომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1. მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.
„მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, რომლებიც ჩვენსა და ამ სტიქიას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით კილომეტრის დაშორებით ვცხოვრობ, მუდმივად ვგრძნობ ჩემი ბრაზილიელი მეგობრების სიყვარულს.
„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.
ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, ცხოველებისა და მცენარეების 3 მილიონამდე სახეობას უყრის თავს. შესაბამისად, ის დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარია. ასევე, ამაზონში მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრებია. გლობალური დათბობის რეგულირებისთვის ამ ტყეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკოსისტემაში. მაგალითად, ამაზონის ტყე წლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს.
ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობი 7 მლნ კვ. კმ-ია და ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. უდიდესი ნაწილი, 60%, ბრაზილიაშია. შესაბამისად, ამაზონის ტყე პლანეტის ტროპიკული ტყეების თითქმის ნახევარს და დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას მოიცავს.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები