მსოფლიოnewsსაზოგადოება

აფეთქებას კიევის ცენტრში 2 ადამიანი შეეწირა – პოლიციამ მთავარი ვერსია დაასახელა

კიევის ცენტრში სამშაბათს საღამოს მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პუშკინსკის ქუჩაზე ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ხელყუმბარა ერთ-ერთ დაღუპულს ხელში აუფეთქდა.

კიდევ ერთი დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.

კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ პუშკინსკის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ძირითად ვერსიად ხელყუმბარასთან გაუფრთხილებელი მოპყრობა რჩება, – ამის თაობაზე ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლიციის უფროსის თქმით, დაღუპულები ერთმანეთს იცნობდნენ, ისინი პუშკინსკის ქუჩაზე, ოფისის წინ იდგნენ. თვითმხილველების თქმით, მათთან არავინ მისულა და არც არავისთან ჰქონიათ კონფლიქტი. ამასვე ადასტურებს ვიდეოკამერების ჩანაწერებიც, რომლებიც პოლიციამ აფეთქების შემდეგ ამოიღო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაღუპული ყოფილი საზღვაო ქვეითი, დონბასის ბატალიონის გვარდიელი და საქველმოქმედო ფონდ „გუმბათის“ დამაარსებელი ვიქტორ დეგტიარევია, მეტსახელად სენსეი, მეორე კი – ახლომდებარე ოფისის დაცვის თანამშრომელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close