მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

უკრაინაში დაბადებული სიამის ტყუპის ფოტო გავრცელდა

უკრაინულ გადაცემაში „ეხება ყველას“ აჩვენეს კადრები, რომელშიც სიამის ტყუპი გოგოა ასახული. მათ ერთი სხეული და ორი თავი ჰქონდათ. ტყუპი უკრაინაში, ჩერნოვცის ოლქში გაჩნდა, თუმცა მხოლოდ 9 დღე იცოცხლა. 

გადაცემაში ტყუპის მშობლები იყვნენ მიწვეულები. მათი თქმით, ტყუპს ერთი სხეული ჰქონდა – ორი მკლავით, ორი ფეხით, ორი ხერხემლით, რომელიც ერთმანეთს წელის არეში უკავშირდებოდა, და ერთი გულით.

ჩერნოვცის ოლქში სიამის ტყუპის დაბადების შესახებ ინფორმაცია 29 სექტემბერს გავრცელდა, როგორც გაირკვა, დედისთვის ეს პირველი ორსულობა იყო და ამიტომ მის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ ქალმა ორსულობის 33-ე კვირაში იმშობიარა. ახალშობილებმა მხოლოდ 9 დღე იცოცხლეს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close