მსოფლიოქართველები უცხოეთშისაქართველოსპორტი

სუმოს იმპერატორი ლევან გორგაძე ქორწინების უფლებას 12 წელი ელოდებოდა

ლევან გორგაძე – ტოჩინოშინი საქართველოსა და იაპონიაში ამ ბოლო დროს ყველაზე პოპულარული ადამიანია.

ტოჩინოშინმა ისტორია დაწერა! ქართველი მებრძოლი გახდა მესამე ევროპელი და პირველი ქართველი, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა.

„სარკესთან“ ინტერვიუში ქართველ მებრძოლსა და თანაცხოვრებაზე მისმა მეუღლემ, ნინო როსტიაშვილმა ისაუბრა.

სუმოს მკაცრი წესების გამო ცოლ-ქმარი ხანგრძლივად ერთად ყოფნას ვერ ახერხებს. ხან ნინო ჩადის იაპონიაში, ხან ლევანი ჩამოდის საქართველოში, თუმცა ხშირად არა.

„მე და ლევანი თანატოლები ვართ. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო. არც კი მახსოვს, როგორ, რადგან ძალიან პატარები ვიყავით.

ლევანი საქართველოში ჭიდაობდა და მრავალგზის გამარჯვებული გახლდათ საქართველოს ჩემპიონატებზე თუ მის ფარგლებგარეთ. მერე იაპონიაში წავიდა და 12 წელი გავიდა ისე, რომ მე საქართველოში ვიყავი და ლევანი – იაპონიაში. პერიოდულად ახერხებდა ჩამოსვლას. ამ 12 წლის განმავლობაში სულ 5-ჯერ თუ ჩამოვიდა. 12 წლის მერე დავქორწინდით.

სუმო ძალიან მკაცრი სპორტია და თავისი წესები აქვს. სანამ უფლებას არ მისცემენ, სუმოისტი ვერ ქორწინდება. ბიჭები კლუბში ვარჯიშობენ და იქვე ცხოვრობენ. ცოლი რომ მოჰყავს სუმოისტს, სახლში საცხოვრებლად უნდა გადავიდეს, რისი უფლებაც კლუბის პრეზიდენტმა უნდა მისცეს.

ლევანი თავიდანვე პერსპექტიულ სპორტსმენად ითვლებოდა და ფიქრობდნენ, რომ ოჯახი კარიერში ხელს შეუშლიდა, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში არ მისცეს უფლება, ოჯახი შეექმნა.

2015 წელს საქართველოში მოვაწერეთ ხელი და ქორწილი ტოკიოში გვქონდა. იაპონური ქორწილი გადავიხადეთ. ოჯახის ყველა წევრი წავიყვანეთ“, – ამბობს ნინო ინტერვიუში.

newposts.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close