კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 21-27 ოქტომბერი
21-იდან 27 ოქტომბრამდე კლებადი მთვარეა. ამ პერიოდში კარგი იქნება, თუ განტვირთვას მოახერხებთ, მით უფრო, თუ მანამდე დატვირთული გრაფიკი გქონდათ და თავდაუზოგავად იშრომეთ. ეს კვირა არ არის შესაფერისი აქტიურობისთვის, ამიტომ საქმეები, რომლებიც შეიძლება ახლა არ დაიწყოთ, მომავლისთვის გადადეთ.
ვერძი
კოლეგებთან ურთიერთობა დაძაბული იქნება, თქვენი მიზეზით. ნუ გეშინიათ, რომ ბოდიში მოიხადოთ, როცა საჭიროა, რათა შემდეგ შეცდომებისთვის საკუთარ თავს არ უსაყვედუროთ. უფრო დამთმობი იყავით ბავშვებთან და ნაკლები ეჩხუბეთ. მოულოდნელი შემოსავალი ხასიათს გამოგიკეთებთ. გამოსასვლელ დღეებში, 26-27 ოქტომბერს, ბუნებაში გადით და დატკბით შემოდგომის ფერადოვანი დღეების რომანტიკით.
კურო
იდეალური პერიოდია, რომ თქვენი ოცნებების ხორცშესხმა დაიწყოთ. შეადგინეთ უახლოესი პერიოდისთვის მიზნების სია. გაგიჭირდებათ უარის თქმა ცდუნებებზე, რომლებიც ახლა ყოველ ნაბიჯზე გელოდებათ, მაგრამ თუ ამას შეძლებთ, შემდეგში არაერთხელ გადაუხდით საკუთარ თავს მადლობას.
ტყუპი
შთაგონება გეწვევათ და მოისურვებთ, რამე განსაკუთებული გააკეთოთ. მიეცით გზა საკუთარ ფანტაზიას. ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ზოგიერთ ადამიანს მეგობარი იმედს გაუცრუებს. თავი ხელში აიყვანეთ და ნუ მისცემთ საშუალებას წყენას, ცხოვრება გაგიფუჭოთ. მძღოლებს ამ დღეებში საჭესთან განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.
კირჩხიბი
ეცადეთ, მაქსიმალურად გამოავლინოთ სამსახურში, რაც შეგიძლიათ. ხელმძღვანელობას ყურადღების მიღმა არ დარჩება თქვენი მცდელობა და სათანადოდ დაგიფასებთ. ნუ დაიტვირთებით საშინაო საქმეებით ან აგარაკზე სამუშაოებით, სამსახურის შემდეგ მიეცით თავს უფლება, „არაფერი აკეთოთ“. მომატებულია გაციების რისკი და ფრთხილად იყავით.
ლომი
ამ კვირაში ყურადღება მიაქციეთ თვითგანათლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. შესაძლებელია ხასიათის ცვლილება და აპათია. გააკეთეთ ის საქმეები, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ, რათა ნაღვლიან აზრებს თავი დააღწიოთ. კვირის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ.
ქალწული
ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი გააკეთეთ – აი, რას გირჩევენ ახლა ვარსკვლავები. პერიოდი ძალიან პროდუქტიული იქნება, თუ არ იზარმაცებთ. გამოჩნდება შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა – ხელიდან არ გაუშვათ. პირად ცხოვრებაში სიწყნარეა, თუმცა ეს უკეთესიც არის ახლა, რადგან ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა პირადი ცხოვრების გააქტიურებისთვის.
სასწორი
მარტოხელა სასწორებმა კარგი იქნება მეორე ნახევრის მოძებნაზე იზრუნონ, ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა. ხოლო ვისაც ოჯახი უკვე აქვს, გამოსასვლელი დღეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ – ეს კარგი ენერგიით აგავსებთ. შესაძლოა უფროს თაობასთან ურთიერთობაში გაუგებრობა წარმოიშვას და მოთმინებით გაარკვიეთ ყველაფერი.
მორიელი
ბევრი საგანი თუ ტექნიკა შესაძლოა გაგიტყდეთ ან დაზიანდეს, რადგან ძალიან დაძაბული ხართ. მოდუნდით და დამშვიდდით. გამოსასვლელ დღეებში ფულს მეტისმეტად ნუ გაფლანგავთ, მომავალში მნიშვნელოვან საქმეზე დაგჭირდებათ.
მშვილდოსანი
ამ პერიოდში კამათი არაფრის გამოც ხშირად შეიძლება წარმოიშვას. ეცადეთ კონფლიქტებს თავი აარიდოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. დროებით ხმაურიან კომპანიებს მოერიდეთ. პერიოდი ხელსაყრელია აგარაკზე სამუშაოებისთვის და რემონტისთვის, ოღონ პირველ შემხვედრს ნუ ანდობთ ამ საქმეს, კარგი სპეციალისტი შეარჩიეთ.
თხის რქა
საკუთარ აზრებს და ფიქრებს ყურადღება მიაქციეთ, ამ დღეებში ისინი ძლიერ ზეგავლენას მოახდენენ მოვლენებზე, რომლებიც თქვენთან მოხდება. კვირის ბოლოს სამუშაოსგან კარგად დაისვენეთ – ეს აუცილებლად გჭირდებათ. მოგზაურობა წინასწარ დაგეგმეთ.
მერწყული
ეს პერიოდი ხელსაყრელი და კეთილსაიმედოა ურთიერთობების მოგვარებისთვის. ახლა მნიშვნელოვანია ძველ პრობლემებში გარკვევა. ეცადეთ სამსახურში არ შეყოვნდეთ – ამ დღეებში სახლში ხართ საჭირო. დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და გარეგნობას. გამორიცხული არ არის, ამ დღეებში თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ.
თევზები
მთლიანობაში კარგი პერიოდი გელოდებათ ზედმეტი შფოთვის და ნერვიულობის გარეშე, მაგრამ ნურც სასიამოვნო სიურპრიზებს დაელოდებით. ეს დრო მშვიდად გაატარეთ, დაისვენეთ, როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ. კვირის დასაწყისში შესაძლოა მსხვილი ფულადი შემოსავალი მიიღოთ.
თამთა გურული
კომენტარები