მოდა/სილამაზემსოფლიოსხვა

„ის არც სიმპათიურია, არც მდიდარი…“ – ვინ არის პაკისტანელი ექიმი, რომელიც დაიანას ერთადერთი „ნამდვილი სიყვარული“ იყო

პრინცესა და­ი­ა­ნა მსოფ­ლი­ოს ბევ­რი მი­ზე­ზის გამო უყ­ვარ­და, მათ შო­რის, მისი უსა­ზღვრო სით­ბოს, სილამაზის და სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის მუდ­მი­ვი სურ­ვი­ლის გა­მოც. თუმ­ცა პრინ­ცე­სა ტაბ­ლო­ი­დე­ბის გან­სჯის ობი­ექ­ტიც ხში­რად ხდე­ბო­და, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ყვე­ლა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ჩარლ­ზის ყო­ფი­ლი ცო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ჩნდე­ბო­და.

ლედი და­ი­ა­ნა სპენ­სე­რი მსოფ­ლი­ომ მას შემ­დეგ გა­იც­ნო, რაც იგი ბრი­ტა­ნე­თის მო­მა­ვალ მო­ნარ­ქზე და­ქორ­წინ­და, სი­ცო­ცხლე კი ბიზ­ნეს­მენ დოდი ალ-ფა­ი­ედ­თან ერ­თად „მერ­სე­დე­სის“ უკა­ნა სავარძელზე და­ას­რუ­ლა. მე­დი­ის ნა­წი­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ და­ი­ა­ნა დო­დი­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას აპირებდა, თუმ­ცა მე­ო­რე ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლის რომანტიკული გა­ტა­ცე­ბა იყო.

თუმ­ცა ამ ორ მა­მა­კაც­თან რო­მა­ნებს შო­რის და­ი­ა­ნა ყუ­რე­ბამ­დე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი პა­კის­ტა­ნელ ქირურგზე, ჰას­ნათ ხან­ზე. მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის და­ი­ა­ნას ერ­თა­დერ­თი ნამ­დვი­ლი სიყვარული იყო.

გა­მო­ცე­მა Reader’s Digest-ი წერს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტის შე­სა­ხებ მა­მა­კაც­ზე, რომელსაც და­ი­ა­ნა „მის­ტერ მშვე­ნი­ერს“ ეძახ­და.

ჰას­ნათ ხანი და­ი­ა­ნას სამ­სა­ხურ­ში შეხ­ვდა. პრინ­ცე­სა საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის გამო ხში­რად სტუმ­რობ­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, თუმცა 1995 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ლონ­დო­ნის პრომპტო­ნის სა­მე­ფო კლი­ნი­კა­ში ის პი­რა­დი მი­ზე­ზით იმ­ყო­ფე­ბო­და – „ტე­ლეგ­რა­ფის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან მე­გობ­რის ქმარი მო­ი­ნა­ხუ­ლა, რო­მელ­საც გუ­ლის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. სწო­რედ მა­შინ გა­იც­ნო და­ი­ა­ნამ ჰას­ნა­თი და, რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვი­სთანავე მო­ი­ხიბ­ლა ქი­რურ­გით.

მომ­დევ­ნო სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­ა­ნა ჰას­ნათ ხა­ნის სა­ნა­ხა­ვად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყო­ველდღე და­დი­ო­და.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მისი, როგორც ექი­მის, კა­რი­ე­რა ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, ჰას­ნათ ხანი არ მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და მა­მა­კა­ცე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ და გავ­ლე­ნი­ან ქა­ლებს მო­ხიბ­ლავ­და. და­ი­ა­ნას ყო­ფი­ლი დამ­ხმა­რე, პოლ ბა­რე­ლი ამ­ბობს, რომ ჰას­ნათ ხანი პრინ­ცე­სას საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის ყვე­ლა­ზე შე­უ­ფე­რე­ბე­ლი კან­დი­და­ტუ­რა იყო – „ის არ არის სპორ­ტუ­ლი, არ არის სიმ­პა­თი­უ­რი, არც მდი­და­რი“.

და­ი­ა­ნას ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა კი Vanity Fair-თან გა­ნა­ცხა­და, რომ პრინ­ცე­სას­თვის ექი­მი შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო, რად­გან ჰას­ნათ ხანი სრუ­ლი­ად უან­გა­რო ადა­მი­ა­ნია.

მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­წყის ეტაპ­ზე მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი. რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თად გა­დი­ოდ­ნენ, და­ი­ა­ნას ხში­რად შავი პა­რი­კი და მუქი სათ­ვა­ლე ეკე­თა. ხანი კი კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლე­ში პოლ ბა­რე­ლის მან­ქა­ნით ჩუ­მად იპა­რე­ბო­და.

რა­ტომ ცდი­ლობ­დნენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­ნათ? – ერ­თი მხრივ, და­ი­ა­ნას მუდ­მი­ვად თან სდევ­დნენ პა­პა­რა­ცე­ბი, ეს კი ხა­ნის­თვის სა­ოც­ნე­ბო ცხოვ­რე­ბის სტი­ლი არ იყო.

„მას ვუ­თხა­რი, რომ ჩვე­ნი ნორ­მა­ლუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა პა­კის­ტან­ში გა­დას­ვლა იყო, სა­დაც პრე­სა არ აგ­ვე­დევ­ნე­ბო­და“, – გა­ნა­ცხა­და ხან­მა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­ი­ა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

ჰას­ნა­თის ნა­თე­სა­ვი და და­ი­ა­ნას მე­გო­ბა­რი, ჯე­მი­მა ხანი Vanity Fair-თან იხ­სე­ნებს, რომ პრინ­ცე­სას ქი­რურ­გი არა­ნორ­მა­ლუ­რად უყ­ვარ­და და სურ­და მას­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო, ამის­თვის კი მზად იყო, პა­კის­ტან­ში გა­და­სუ­ლი­ყო სა­ცხოვ­რებ­ლად.

და­ი­ა­ნა საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად არა­ერ­თხელ ჩა­ვი­და პა­კის­ტან­ში, რომ მისი მუ­სლიმი დე­დის გუ­ლიც მო­ე­ნა­დი­რე­ბი­ნა, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბა წინ ვერ წა­ვი­და.

„ჰას­ნათს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და­ი­ა­ნა, თუმ­ცა მისი მოთ­მი­ნე­ბაც ამო­ი­წუ­რა – პრინ­ცე­სა მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და, ეი­ძუ­ლე­ბი­ნა ხანი, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ჯა­რო გამ­ხდა­რი­ყო და ყვე­ლას­თვის გა­ენ­დოთ, რომ ერ­თად იყ­ვნენ, თუმ­ცა ჰას­ნა­თი ამა­ზე თა­ნახ­მა არ იყო. ასე რომ, და­ი­ა­ნამ ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა – ან აღარ და­მა­ლავ­დნენ სიყ­ვა­რულს, ან ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბო­და“, – ამ­ბობს თინა ბრა­უ­ნი წიგნ­ში „და­ი­ა­ნას ბოლო 100 დღე“.

„ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­დან ორი წლის შემ­დე­გაც კი ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ნა­ირ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე არ მი­სუ­ლა, რაც ორი­ვეს­თვის სტრე­სუ­ლი იყო“, – უთხრა ხან­მა „დე­ი­ლი მე­ილს“.

სი­ცო­ცხლის ბოლო ზა­ფხულს და­ი­ა­ნას გარ­შე­მო ახა­ლი სკან­და­ლი აგორ­და – ის ეგ­ვიპ­ტე­ლი მი­ლი­არ­დე­რის, მო­ჰა­მედ ალ-ფა­ი­ე­დის შვი­ლის, დოდი ალ-ფა­ი­ე­დის იახ­ტა­ზე გა­და­ი­ღეს. მწე­რალ სელი ბედ­ველს და­ი­ა­ნას მე­გობ­რებ­მა უთხრეს, რომ ფო­ტო­ე­ბი მხო­ლოდ ერთი მკი­თხვე­ლის­თვის, ჰას­ნათ ხა­ნის­თვის გზავ­ნი­ლი იყო. პრინ­ცე­სა ცდი­ლობ­და, ქი­რურგს მას­ზე ეეჭ­ვი­ა­ნა.

გზავ­ნი­ლი ად­რე­სა­ტამ­დე მი­ვი­და. წლე­ბის შემ­დეგ ხან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ი­ა­ნას ახა­ლი რო­მა­ნის შე­სა­ხებ რა­დი­ოს სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ი­ტყო.

„მგო­ნია, რომ მას სურ­და გვერ­დით ჰყო­ლო­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უარს არ იტყო­და სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნა­ზე, ეს კი დო­დის­თან მო­ა­ხერ­ხა. ვფიქ­რობ, და­ი­ა­ნა მიხ­ვდა, რომ ალ-ფა­ი­ედს შე­ეძ­ლო მის­თვის მი­ე­ცა ყვე­ლა­ფე­რი, რისი მი­ცე­მაც მე ვერ შევ­ძე­ლი“, – აღ­ნიშ­ნა ჰას­ნათ­მა.

პრინ­ცე­სას მე­გო­ბრის, რი­ჩარდ კეის თქმით, სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს, და­ი­ა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ხანი მას­თან და­რეკ­ვას ცდი­ლობ­და.

„მგო­ნია, რომ და­ი­ა­ნა­ზე ჰას­ნა­თი ძა­ლი­ან დარ­დობ­და, ისე­ვე, რო­გორც მისი ბევ­რი მე­გო­ბა­რი“, – ამ­ბობს კეი. მი­სი­ვე თქმით, ხანი არ გა­მო­რი­ცხავ­და, რომ იმ ზა­ფხულს ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა და­ი­ა­ნას­თან კვლავ ეცა­და.

პოლ ბა­რე­ლის ვა­რა­უ­დით, იმ ღა­მით ჰას­ნათს პრინ­ცე­სას­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ ექ­ნე­ბო­და სათ­ქმე­ლი. „მგო­ნია, რომ ის ეტყო­და – მგო­ნი დად­გა სახ­ლში, ჩემ­თან დაბ­რუ­ნე­ბის დრო… ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე“.

ჰას­ნათ ხანი 2006 წელს ჰა­დია შერ­ზე და­ქორ­წინ­და, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­უ­რი­გეს. მდიდ­რუ­ლი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი პა­კის­ტან­ში გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბი­დან წლი­ნა­ხევ­რის შემ­დეგ ჰას­ნა­თი ცოლს გა­შორ­და. ხანი ახლა 61 წლი­საა და ინ­გლის­ში გუ­ლის ქი­რურ­გად მუ­შა­ობს.

info9.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close