მსოფლიოპოლიტიკაnews

თურქეთი სირიაში საბრძოლო მოქმედებას 120 საათით შეაჩერებს – მაიკ პენსის ანკარაში ვიზიტის შედეგი

თურქეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე საათის წინ მიაღწიეს შეთანხმებას თურქეთის მიერ სირიაში ცეცხლის 120-საათიანი შეწყვეტის თაობაზე. ამის შესახებ BBC იუწყება.

ეს 5-დღიან პერიოდს მისცემს ქურთ მებრძოლებს, ამერიკელების დახმარებით, დატოვონ საზღვრისპირა რაიონები, რომელი ტერიტორიაც თურქეთმა „უსაფრთხოების ზონად“ განსაზღვრა. ამის თაობაზე აშშ-ის ვიცე-პრემიერმა მაიკ პენსმა განაცხადა ანკარაში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. მანვე დაადასტურა, რომ ამერიკელების მოლაპარაკებები ქურთებთან ტერიტორიიდან მათი რაზმების გაყვანის თაობაზე უკვე დაიწყო.

მაიკ პენსმა და რეჯეპ თაიიფ ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში.

პრეზიდენტ ტრამპის წარგზავნილის თქმით, შტატები თურქეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეაჩერებს მაშინვე, როგორც კი ცეცხლი საბოლოოდ შეწყდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close