პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

სალომე ზურაბიშვილი ანუ მდედრი თევზი შესაძლოა მალე ციხეში ვიხილოთ – ცაგარელი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია, მაგრამ უკვე არაერთ სკანდალში გაეხვია.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში „მდედრი თევზის“ ანუ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, „2020NEWS“-თან საუბრისას ამბობს, რომ პრეზიდენტი შესაძლოა ციხეშიც კი ვიხილოთ, თუ ის შეცდომების დაშვებას ძველებურად გააგრძელებს.

ცაგარელის თქმით, ვარსკვლავები პრეზიდენტს უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში კარგს არაფერს უმზადებენ.

„ვერ გეტყვით, რომ კატასტროფა ელოდება, მაგრამ მისი ავტორიტეტი საკმაოდ შეირყევა. არ ვიცი, მან ამის შესახებ იცოდა თუ არა. თუ კითხულობდა ჩემს პუბლიკაციებს, უნდა სცოდნოდა, მაგრამ ასტროლოგია მას ნაკლებად აინტერესებს. როდესაც წლების წინ ვესაუბრე, ვიგრძენი, რომ საგვარეულო წყევლა აქვს. ამიტომ ვუთხარი, რომ აუცილებლად გამოლოცვა უნდა ჩაიტაროს, რაც მას არ გაუკეთებია. ვუთხარი, რომ საგვარეულო წყევლის გამო, სამშობლოში მუდმივად პრობლემები ექნებოდა. ვხედავთ, რომ ასეცაა, საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი მისი პერსონის მიმართ, რაც კარგად გამოჩნდა არჩევნების დროს. მეორეც – ის თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია და, შესაბამისად, მე ის გავაფრთხილე, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებს ურთულესი ცხრათვიანი პერიოდი აქვთ. ეს პერიოდი დაახლოებით მაშინ დაიწყო, როდესაც ის საქმიანობას შეუდგა და დამთავრდება 2020 წლის თებერვალში. შავი მთვარე გადის თევზების ზოდიაქოში და შეცდომების დაშვების ალბათობა ძალიან დიდია. მე ის გავაფრთხილე, რომ ზედმეტი ინტერვიუებისგან და განცხადებებისგან თავი შეეკავებინა, ვაფრთხილებდი გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, მაგრამ ამ რჩევებს, როგორც ჩანს, არ კითხულობს. ჩვეულებრივად ცხოვრობს და მოქმედებს და მის ასეთ აქტიურობას კი მოჰყვა შეცდომები“, – აცხადებს ასტროლოგი.

ცაგარელი ამბობს, რომ პრეზიდენტს ვარსკვლავები შეცდომების გამოსწორების შანს მისცემენ.

„შეცდომების გამოსწორების შანსი ყველას აქვს, განსაკუთრებით მას, მაგრამ გამოიყენებს კი? – რამდენი წლის წინ ვუთხარი, რომ აქვს საგვარეულო წყევლა, რის გამოც სამშობლოში პრობლემები შეექმნება. ახლა კი ეს პრობლემები უბრალოდ გაორმაგებულია, მაგრამ ის არაფერს არ აკეთებს ამისთვის. თუ არ მოხდა მისი გამოლოცვა, სამშობლოში მას ყოველთვის ეყოლება ფარული მტრები, მის წინააღმდეგ იქნება ინტრიგები, შიდა ბრძოლების ფერხულში იქნება და, შესაბამისად, ხალხი მას ბოლომდე ვერ მიიღებს“, – აცხადებს ცაგარელი.

მისივე თქმით, გამოლოცვას ბევრი დრო არ სჭირდება, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს უბრალოდ არ სჯერა ასტროლოგიის. „წლების წინ ვუთხარი, რომ ფრანსუა მიტერანი მინისტრს არ ნიშნავდა ასტროლოგის რჩევის გარეშე. ასტროლოგის რჩევებს ითვალისწინებდა რონალდ რეიგანი. ვლადიმერ პუტინს ორი პირადი ასტროლოგი ჰყავს. ამის მიუხედავად, ზურაბიშვილის დამოკიდებულება ასტროლოგიისადმი სერიოზული არ არის, ჩემდამი ნორმალური კეთილგანწყობა აქვს. მაგრამ ის უფრო მატერიალისტია. მისი მეუღლე ჯანრი კაშია უფრო დაინტერესდა ჩვენი საუბრებით, ვიდრე თავად ქალბატონი სალომე. ასევე იყო ედუარდ შევარდნაძეც. ქალბატონი ნანული სერიოზულად დაინტერესდა და რამდენჯერმე შევხვდით, მაგრამ მითხრა, ედუარდი ასტროლოგიით ვერაფრით დავაინტერესეო. ანუ ბუნებით სალომე ზურაბიშვილი მატერიალისტია, რომელსაც არ უნდა არანაირი კოსმიური კანონზომიერებების მიღება და გაგება. აქედან გამომდინარე უშვებს შეცდომებს“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა იმპიჩმენტი საქართველოს პრეზიდენტს, ცაგარელი პასუხობს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „მთავარია, პრეზიდენტმა მიაღწიოს 2020 წლის თებერვლამდე, თუ იქამდე კატასტროფულ შეცდომებს არ დაუშვებს, მერე გადარჩება. ამ დროს შავი მთვარე მისი ზოდიაქოდან გამოვა და შედარებით მშვიდი პერიოდი დადგება მის ცხოვრებაში, მაგრამ თუ გააგრძელებს შეცდომების დაშვებას, შეიძლება ყველაფერი მოხდეს და პრეზიდენტი ციხეშიც ვიხილოთ. ახლა მისთვის ცდუნებების პერიოდია, რომელიც უკავშირდება არასწორ გამონათქვამებსა და მოქმედებებს. როცა ადამიანი თვითონ ვერ ხვდება, რატომ გააკეთა ეს, ამიტომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაითვალისწინებს ზურაბიშვილი ჩემს რჩევებს“, – განაცხადა ცაგარელმა 2020NEWS“-თან საუბარში.

2020news.ge

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close