საზოგადოებასაქართველოსპორტი

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს საუკეთესო ქალ ძიუდოისტთა ხუთეულშია

ავტორიტეტულმა გამოცემა JUDOINSIDE-მა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ხუთი საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი გოგონა დაასახელა.

ხუთეულშია საქართველოს ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი.

„საქართველოში ქალთა ძიუდო ვითარდება და ეთერ ლიპარტელიანი ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. 2015 წელს ლიპარტელიანმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მოიგო, წელს ფინეთში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, ზაგრების გრან-პრიზე კი მესამე იყო“, – წერს გამოცემა.

ეთერ ლიპარტელიანის გარდა JUDOINSIDE-ის რჩეულთა შორის არიან ვაკანა კოგა (იაპონია, 48 კგ), სოფი ოზბასი (უნგრეთი, 63 კგ), კელი პიტერსონ-პოლარდი (დიდი ბრიტანეთი, 70 კგ), პატრიცია სამპაიო (პორტუგალია, 78 კგ).

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close