ევროკავშირი არ უნდა შეუშინდეს თურქეთის პრეზიდენტის მუქარებს, რომ სირიელი დევნილებისთვის საზღვრებს გახსნის და ევროპისკენ გაუშვებს, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
„ღრმა შეშფოთებით ვადევნებ თვალს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით განვითარებულ ბოლო მოვლენებს. ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი ერთმხრივი სამხედრო ინიციატივა, რომელმაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს რეგიონული სტაბილურობა და შეასუსტოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა“, – დაწერა კონტემ Twitter-ზე.
ტელეარხ La7-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „იტალიამ, ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმა სიმტკიცე უნდა შეინარჩუნონ“. მისი თქმით, თურქეთის მიერ სირიელი დევნილების მიღებას ევროკავშირი ეკონომიკურად უჭერს მხარს.
9 ოქტომბერს სირიის რაიონებში, რომლებიც მდინარე ევფრატიდან აღმოსავლეთით მდებარეობს, თურქეთმა მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქურთების წინააღმდეგ, სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“. ანკარის მტკიცებით, მის მიზანს წარმოადგენს ტერორისტული საფრთხეების გაუვნებელყოფა თურქეთის საზღვართან და უსაფრთხოების ზონის შექმნა, სადაც ნებაყოფლობით დაბრუნდება მილიონობით სირიელი დევნილი. თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად კი, „ბიბისის“ ცნობით, 2 დღეში უკვე, სულ ცოტა, 64 ათასმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი.
ამავე თემაზე: ერდოღანი ევროპას 3,6 მლნ დევნილით დაემუქრა.
კომენტარები