მსოფლიოპოლიტიკაკულტურა

„მაიმუნები პარლამენტში“: ნახატი, რომელმაც რეკორდი მოხსნა – 12 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა

ქუჩის მხატვრის, ბენქსის ნამუშევარი, რომლითაც მან ბრიტანეთის პარლამენტს დასცინა, ლონდონში, SOTHEBY’S-ის აუქციონზე 9,9 მლნ ფუნტ სტერლინგად (12,2 მლნ აშშ დოლარო) გაიყიდა.

სურათს Devolved Parliament („გადააყენე პარლამენტი“) ჰქვია, – ამის შესახებ აუქციონის სახლი Twitter-ის გვერდზე იტყობინება.

სურათზე, მეტად შთამბეჭდავ ზომებში (4 X 2,5 მ), გამოსახულია ბრიტანეთის პარლამენტის სხდომა, დეპუტატების როლში კი შიმპანზეები და ორანგუტანები გვევლინებიან. ნახატი 2009 წელს შეიქმნა. ის ბენქსის ყველაზე დიდი ზომის და ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია, რომელიც აუქციონზე გაიყიდა.

აუქციონი 3 ოქტომბერს გაიმართა. სურათისთვის ვაჭრობა მთელი 13 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფინალური ფასი 5-ჯერ აღემატებოდა მის საწყის ფასს და აუქციონის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდი 2008 წელს იყო, როცა სურათი „გაუსვრელად“ ნიუს-იორკში, SOTHEBY’S ვაჭრობაზე 1,9 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

თუ ვინ შეიძინა ბენქსის სურათი, უცნობია. ასევე უცნობია მისი გამყიდველის ვინაობა. ცნობილია მხოლოდ, რომ მას ქუჩის მხატვრისგან ნამუშევარი 2011 წელს შეუძენია.

„სამწუხაროა, რომ ეს ნამუშევარი მე აღარ მეკუთვნოდა“, – დაწერა მოგვიანებით ბენქსიმ სოციალურ ქსელში.

2018 წელს, ბენქსის კიდევ ერთი ნამუშევარი „გოგონა ბურთით“ აუქციონზე 1,04 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

qartuliazri.reportiori.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close