პოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტებისაქართველო

ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა პუტინს დაბადების დღეზე ქალაქის ცენტრში ყველაზე ლამაზი ქუჩა „აჩუქა“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობამ კრემლის ლიდერს დაბადების დღე „ორიგინალურად“ მიულოცა. როგორც რუსული მედია წერს, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას, რომელიც აქამდე მოსკოვის სახელობის იყო, პუტინის სახელი დაერქვა.

სახელისუფლებო მედია წერს, რომ ქუჩაზე, რომელმაც პუტინის სახელი უნდა ატაროს, დიდების ხეივანი, მოედანი, ავტოსადგური და საუნივერსიტეტო კომპლექსი აშენდება.

როგორც დეფაქტო რეჟიმი აცხადებს, გადაწყვეტილება სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მიიღო „უდიდესი მადლიერების ნიშნად“ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პირადად პუტინი და რუსეთი უწევს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“.

„უდიდესი მადლიერების ნიშნად“ ცხინვალში უკვე არსებობს პუტინის შესახვევი.

კრემლის ლიდერი 7 ოქტომბერს 67 წლის გახდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close