მსოფლიოსაზოგადოებასაზოგადოებასაქართველო

საქართველო გამომგონებელ ქალთა რაოდენობით მსოფლიო ტოპათეულშია

დიდი ბრიტანეთის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა მთელი მსოფლიოს გამომგონებლებისა და პატენტების გენდერული პროფილები შეისწავლა და გამოაქვეყნა კვლევა, რომლის  საფუძველზეც დადგინდა, რომ პატენტების დიდი უმრავლესობა მამაკაცების მიერ არის დარეგისტრირებული.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო ამ კუთხით ბევრ ქვეყანას უსწრებს და მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილს იკავებს ქვეყანაში ქალი გამომგონებლების რაოდენობის პროპორციით. საქართველოში 1998 წლიდან 2017 წლამდე ქალების მიერ შექმნილი გამოგონებების პატენტების რეგისტრირების წილი 29,56%-ია, ხოლო აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში ეს პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 10%-მდე მცირდება.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვითარება საგრძნობლად შეცვლილია, თუმცა პროგრესი  საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. გასულ წელს ქალების გამოგონებების წილი გლობალური საპატენტო განაცხადების 13.07%-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2017 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 3168900 პატენტი დარეგისტრირდა, ხოლო მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოში ყველაზე მეტი, 2984 825 მოქმედი პატენტია დარეგისტრირებული.

forbeswoman.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close