ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

ჩურჩხელას აქვს შანსი, მსოფლიოში ყველაზე მოდური საკვები გახდეს

ჩურჩხელა მსოფლიოს დასაპყრობად ემზადება – ქართული ტრადიციული ტკბილეული, შესაძლოა, ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები გახდეს. ამის შესახებ ვებგვერდი EASTFRUIT.COM იუწყება, რომელიც წერს, რომ ჩურჩხელა სრულიად აკმაყოფილებს ჯანსაღი საკვების მოთხოვნებს.

ქართული ტრადიციული ტკბილეულის შესახებ eastfruit.com Fao-ს (სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) წარმადგენელს ანდრეი იარმაკს ესაუბრა. იარმაკი ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ჯანსაღი საკვების მიმართ მოთხოვნა მუდმივად მზარდია და სუპერმარკეტები მსგავი საკვები პროდუქტების ძიებაში არიან.

„ჩურჩხელა სრულად შეესაბამება ჯანსაღი საკვების კონცეფციას. ის მზადდება ბუნებრივი ნედლეულისგან, ყოველგვარი შაქრისა და დანამატების გარეშე. ჩურჩხელა არის ენერგეტიკული პროდუქტი, თავისი ბუნებრივი ფორმით“, – აღნიშნა ანდრეი იარმაკმა.

მისივე განმარტებით, ჩურჩხელას დარეგისტრირება საერთაშორისო ბაზარზე და სწორი მარკეტინგული კამპანია პროდუქტს, ყოველგვარი ეჭვების გარეშე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საკვებად აქცევს.

ცნობისთვის, 2011 წელს „საქპატენტმა“, ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული განცხადების საფუძველზე, ჩურჩხელა დაცული გეოგრაფიული სახელწოდებით დაარეგისტრირა.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close